რუსთავის პირამიდის მოწყობის სამუშაოები დადგენილ ვადებში ვერ ესწრება

შპს “ნოვუს ინვესთმენთ გრუპი” კოსტავას გამზირზე არსებული პირამიდის კეთილმოწყობის სამუშაოებს დადგენილ ვადებში ვერ ასრულებს, მიზეზად კი პანდემია სახელდება. ამის შესახებ რუსთავის საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი.

დეპუტატების გადაწყვეტილებით, კომპანიას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დარღვევების გამოსწორების ვადა 2024 წლამდე გაუხანგრძლივდა. პირამიდის შენობაში, ამ ვადაში 1 400 000 ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს.

კომპანიამ ტერიტორია შემეცნებითი, კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობი მიმართულებით უნდა გამოიყენოს.