რუსთავის “რუსთავი” ამხანაგურ შეხვედრაში ბოლნისის “სიონთან” დამარცხდა

ზაფხულის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში ბოლნისის „სიონმა“ მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა. გიორგი დარასელიამ საკუთარი შეგირდები ამჯერად რუსთავის „რუსთავთან“ გამოსცადა. შეხვედრა ბოლნისელების გამარჯვებით 3-0 დასრულდა.

ანგარიში პირველ ტაიმში გიორგი კორიფაძემ 11-მეტრიანის ნიშნულიდან გახსნა. დანარჩენი ორი გოლი მეორე ტაიმში გავიდა. ჯერ დათა სიჭინავამ 2 ბურთით დააწინაურა ბოლნისელები, შემდეგ კი, შეცვლაზე შესულმა ღამბარაშვილმა გამოიჩინა თავი. შეგახსენებთ, რომ კლუბი ახალ სეზონს 5 აგვისტოდან განაახლებს.