რუსთავის საგამოცდო ცენტრში ეროვნულ გამოცდაზე რვა აპლიკანტი არ გამოცხადდა[ვიდეო]

რუსთავის საგამოცდო ცენტრში ქართული ენისა და ლიტერატურის ეროვნულ გამოცდაზე, პირველ სესიაზე რეგისტრირებული 311 აბიტურიენტიდან 8 გამოცდაზე არ გამოცხადდა.

რუსთავის საგამოცდო ცენტრის კოორდინატორის ინფორმაციით, ტემპერატურა არცერთ აპლიკანტს დაფიქსირებია და გამოცდა მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.

ქართული ენისა და ლიტერატურის ეროვნული გამოცდა დღეს ორ სესიას ჩატარდება.