რუსთავის ტყე-ჭალის 3 400-ზე მეტი კვმ ფართობი სარგებლობის უფლებით გაიცემა

რუსთავში, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყე-ჭალის 3 400-ზე მეტი კვმ ფართობი 40 წლის ვადით სარგებლობის უფლებით გაიცემა.

ტერიტორიის აუქციონზე გატანის საკითხი რუსთავის საკრებულოს სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს. ყოველთვიური საიჯარო თანხა 1 700 ლარზე მეტი იქნება.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, დავით რეხვიაშვილმა განაცხადა, ინიციატორები სასულიერო პირები იყვნენ. მისივე ინფორმაციით, ტერიტორიაზე ზვრები გაშენდება.