რუსთავის 2021 წლის ბიუჯეტი გაიზარდა

რუსთავის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი გაიზარდა და ჯამში 75 319 200 ლარი შეადგინა. საკითხი რუსთავის საკრებულოს სხდომაზე განიხილეს. 

მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელის, დავით კავთიაშვილის განცხადებით, გაზრდილი ბიუჯეტიდან თანხები გზებისა და ტროტუარების შეკეთებას, სპორტული და საბავშო სივრცეების მშენებლობას, სოციალურ პროგრამებს და სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციას მოხმარდება.

თანხები გამოიყო ასევე,  მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობისთვისაც. 80 ათას ლარზე მეტი საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაციას მოხმარდება.