რუსთავში აუტიზმის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამის დაფინანსება გაიზარდა[ვიდეო]

რუსთავის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების შედეგად, აუტიზმის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამის დაფინანსება გაიზარდა.

საკითხი რუსთავის საკრებულოს გუშინდელ სხდომაზე განიხილეს და დადებითად გადაწყვიტეს. საერთო ჯამში პროგრამა 177 ათასი ლარით დაფინანსდა.

შესაბამისად, მუნიციპალიტეტი სექტემბრის თვიდან აუტიზმის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისათვის 12 საათის ნაცვლად  15 საათს დააფინანსებს.