რუსთავში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი, რუსთავისა და გარდაბნის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი, ნინო ლაცაბიძე იქნება. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
“ეს მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად პრიორიტეტულია ქალაქი რუსთავი, რუსთავში არჩევნების მოგება და კიდევ უფრო პრიორიტეტულია ქალაქ რუსთავის შემდგომი განვითარება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.