რუსთავში საგამოცდო პროცესს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი გაეცნო

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე ქალაქ რუსთავის N22-ე საჯარო სკოლაში გახსნილ ცენტრში საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

“გვქონდა ერთეული შემთხვევები, როდესაც აბიტურიენტს დაუფიქსირდა ტემპერატურა. ექიმის გადაწყვეტილებით ისინი განთავსდნენ სპეციალურ სივრცეში, სადაც დამატებითი უსაფრთხოების ზომებია მიღებული. რა თქმა უნდა, ყველა იმ აბიტურიენტმა, ვისაც დაუფიქსირდა ტემპერატურა, მოახერხა გამოცდის პროცესში მონაწილეობა”, – აღნიშნა სოფიო გორგოძემ ეროვნული გამოცდების პირველი დღეზე საუბრისას.

დღეს კი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე სესიაზე 30-მდე აბიტურიენტი კოვიდინფიცირების გამო ვერ გავიდა, თუმცა, ისინი გამოცდას დამატებით სესიაზე ჩააბარებენ.