ქარმა რუსთავში პრობლემები შექმნა. Tv4-ის ინფორმაციით, მეგობრობის N35 -ში ქარმა ხე მოგლიჯა, რომელიც ავტომობილს დაეცა.
ხეები მოგლიჯა ძლიერმა ქარმა ასევე მესხიშვილის, ბარათაშვილისა და რუსთაველის ქუჩებზე.
უამინდობამ პრობლემები შექმნა კოსტავაზეც, ახდილია საცხოვრებელი სახლის სახურავი.
ქალაქში ზოგიერთ მისამართზე გათიშულია ელექტროენერგია, გარე განათება გამორთულია რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს დამაკავშირებელ ხიდზეც.