საფეხბურთო კლუბი “გარდაბანი” “დომინანტს” დაუპირისპირდა

საფეხბურთო კლუბი “გარდაბანი” რეგიონული ლიგის მე-13 ტურის შეხვედრაში თბილისის “დომინანტს”-ს დაუპირისპირდა.

შეხვედრა გარდაბნის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა და მასპინძელთა უპირატესი გამარჯვებით, ანგარიშით 3-0 დასრულდა.

საფეხბურთო კლუბი “გარდაბანი” რეგიონული ლიგის სატურნირო ცხრილში კვლავ პირველ ადგილს იკავებს.