საწოლფონდის რესურსი ქვემო ქართლში- გახდა თუ არა საჭირო რეგიონში საწოლების დამატება[ვიდეო]

კორონავირუსის გაზრდილი სტატისტიკის ფონზე, ცალკეულ რეგიონებში ჯანდაცვის სამინისტრომ საწოლფონდის რესურსი გაზარდა.

TV4  რეგიონში არსებული ვითარებით დაინტერესდა-  ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის კოორდინატორის, თეა ბაკაშვილის განცხადებით, მხარეში საწოლების დამატება ჯერჯერობით საჭირო არ გამხდარა.

ამ დროისთვის რეგიონის მასშტაბით, სულ 400 ადგილია, რომელთაგან 90 თავისუფალია.

რეგიონში საწოლფონდის გაზრდის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება. თეა ბაკაშვილის ცნობით, ყველაზე მაღალი მოთხოვნა სტაციონარზე რუსთავში ფიქსირდება.