მალხაზ მაჩალიკაშვილი დაკავებულია – გავრცელებული ინფორმაციით, ის გუშინ, რუსთაველის გამზირზე სოლიდარობის აქციას უერთდებოდა.
მაჩალიკაშვილი ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. ის ადმინისტრაციული წესით იმ 32 პირს შორისაა, რომელიც გუშინ აქციაზე დააკავეს.
როგორც მაჩალიკაშვილის ადვოკატი აცხადებს, გუშინ ღამე ჩიტაძის ქუჩის კუთხის მიმდებარედ ძალადობრივი ჯგუფები ცდილობდნენ პოლიციის კორდონის გარღვევას და ამავდროულად, მალხაზ მაჩალიკაშვილს აყენებდნენ შეურაცხყოფას.
უფლებადამცველის თქმით, მალხაზ მაჩალიკაშვილი პოლიციის მოწოდების დაუმორჩილებლობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებითაა დაკავებული.