ფოტო: მთავარი
სტიქია კახეთში- ყვარლის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავები გადახადა.
სოფელ ახალსოფელში, ჩანტლისყურში, მთისძირსა და ჭიკაანში 50-ზე მეტი საცხოვრებელ სახლის სახურავი დაზიანდა. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.
როგორც ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ზარალის დამთვლელი კომისია სტიქიით დაზარალებულ სოფლებში დილიდან უკვე მუშაობს.
ამასთან, სტიქია იყო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელშიც.