“ფაიზერის” ვაქცინაზე რეგისტრაცია: პორტალზე booking.moh.gov.ge. შეფერხებაა

 „ფაიზერით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია მოქალაქეებს 15:00 საათიდან შეუძლიათ, თუმცა , სავარაუდოდ, მაღალი დატვირთვის გამო პორტალზე booking.moh.gov.ge. შეფერხებაა. 

​ამერიკულ-გერმანული წარმოების „ფაიზერის“ ვაქცინა უკვე საქართველოშია. „ფაიზერით“ იმუნიზაცია მოქალაქეებს პირველ ეტაპზე შვიდ სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ.

„ფაიზერის“ ვაქცინაციისთვის საჭირო ორი დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.

„ფაიზერმა“ ვაქცინა გერმანულ პარტნიორ კომპანია „ბიონტექთან“ ერთად შექმნა.

„უსაფრთხოებიდან გამომდინარე, „ფაიზერითა“ და „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია მხოლოდ კლინიკებში იქნება შესაძლებელი, ხოლო ჩინური ვაქცინებით – „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ იმუნიზაცია მოქალაქეებს დამატებით მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრებშიც შეეძლებათ“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

„ფაიზერით“ ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე – booking.moh.gov.ge.