ფარავნის ტბაში 17 წლის ახალგაზრდა დაიხრჩო

გუშინ საღამოს ფარავნის ტბაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ტბაში საბანაოდ შევიდა და ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.