ინდოეთის მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული სიწმინდე – წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები სამების საკათედრო ტაძარში მიაბრძანეს.
მრევლთან და სამღვდელოებასთან ერთად, სამადლობელ პარაკლისს საქართველოს მთავრობის წევრებიც ესწრებიან.
ინდოეთის მხარესთან, წმინდა ნაწილების საქართველოსთვის მუდმივ მფლობელობაში გადმოცემის თაობაზე, ინტენსიურ მოლაპარაკებებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებითა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით, საქართველოს საელჩო ინდოეთში აწარმოებდა.
წმინდა ნაწილები საქართველოში ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარმა ჩამოაბრძანა.