ბოლნისის რაიონის სასამართლოში ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებული 7 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლე აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.
ბრალდებულების ადვოკატების მოთხოვნაა, რომ დაკავებულების აღკვეთი ღონისძიების გამოყენების გარეშე გათავისუფლდნენ. სასამართლო პროცესები ორად არის გაყოფილი, დაკავებულების რაოდენობიდან გამომდინარე. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.
საგამოძიებო უწყებამ ბრალი სულ 31 პირს წარუდგინა, აქედან 25 არის დაკავებული, 4 მსჯავრდებულია ხოლო 2 პირს ამ დრომდე ეძებენ.