მინდა, საჯაროდ დავგმო ის, რაც მოხდა გუშინ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ თბილისში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
„პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის ყოვლად მიუღებელია ის ძალადობა, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ. მინდა, საჯაროდ ეს ფაქტი დავგმო. კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც მოხდა გუშინ. ჟურნალისტებზე, თქვენზე ძალადობა არის მიუღებელი და ეს არის დასაგმობი. პოლიცია მუშაობს ძალიან აქტიურად. დღეს დილით უკვე სამი პირი დააკავეს, გუშინაც მოხდა რამდენიმე პირის დაკავება ადმინისტრაციული წესით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.