შარლ მიშელი მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, შეთანხმებას ხელი მოაწერონ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმების კეთილსინდისიერად შესრულება საუკეთესო გარანტიაა საქართველოს დემოკრატიული წესრიგის წინ წასაწევად, რაც არის მისი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი პარტიებისადმი.

„მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს და საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, რათა განგვეხილა საქართველოში ბოლო მოვლენები და 19 აპრილის შეთანხმების შესრულება. ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი საქართველოს ყველა პოლიტიკური პარტიისადმი არის ის, რომ აპრილის შეთანხმების სრულად შესრულება, წერილობით, სულისკვეთებითა და კეთილსინდისიერად საუკეთესო გარანტიაა საქართველოს დემოკრატიული წესრიგის წინ წასაწევად ქვეყნის მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით“, – აღნიშნა შარლ მიშელმა.

ამასთან, შარლ მიშელი 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერისკენ მოუწოდებს მათ, ვისაც ეს ჯერ გაუკეთებიათ.