ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკური შეხვედრები დაიწყო. პირველი ის საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.
შეხვედრას Twitter-ზე გამოეხმაურა ზურაბიშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ დღეს ძალიან მნიშველოვანი დღეა საქართველოს ევროპული მომავლისთვის.
“საქართველოში მეტი ევროკავშირი ძლიერი გზავნილია ჩვენი წინსვლისა და განვითარებისათვის, გზავნილი, რომელიც უცვლელი რჩება ყველა გამოწვევის მიუხედავად”, – დაწერა ზურაბიშვილმა.
მიშელი დღესვე შეხვდება ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. საუბრის მთაავრი თემა 19 აპრილის შეთანხმების შესრულება და 5-6 ივლისს მოვლენები იქნება.
ვიზიტის ფარგლებში მიშელი ასევე, შეხვედრას გამართავს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთანაც.
ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში გუშინ, 18 ივლისს ჩამოვიდა.