ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის – მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლებმა წალენჯიხაში, რუსთავსა და თბილისში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად 646 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-გადაზიდვის 7 ფაქტი გამოავლინეს.
“მოქალაქეებს ჩამოერთვათ უაქციზო საქონელი, ხოლო აღნიშნულ ფაქტებზე, სამართალდამრღვევი პირების მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის შესაბამისად, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და საქმეთა მასალები სასამართლოს ქვემდებარეობის მიხედვით გადაეგზავნა.”-ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.