შსს: ვაქცინაციის პორტალზე კიბერშეტევის ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო

ვაქცინაციის პორტალ booking.moh.gov.ge-ზე კიბერშეტევის ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. 

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება კომპიუტერული მონაცემის ანდა კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებისა და ხელყოფის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე და 286-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ცნობისთვის, ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალზე – booking.moh.gov.ge კიბერშეტევა განხორციელდა. პრობლემის აღმოსაფხვრელად სპეციალისტები ამ ეტაპზეც მუშაობენ.