“თბილისი პრაიდის” დაორგანიზებული პირველი ღონისძიების ჩატარებამდე რამდენიმე საათია დარჩენილი- ორგანიზატორები დახურულ სივრცეში გამართავენ კინოჩვენებას, რომელსაც 400-მდე სტუმარი, მათ შორის დასავლელი დიპლომატები დაესწრებიან.
“თბილისი პრაიდის” ხელმძღვანელი, გიორგი თაბაგარი ამბობს, რომ პრაიდის მონაწილეებს შსს-გან გარანტია აქვთ, რომ ღონისძიებაზე მათი უფლებები დაცული იქნება.
“სამწუხაროდ, რადიკალურმა დაჯგუფებებმა იციან, სად ტარდება ღონისძიება. ისინი ორგანიზდებიან, რომ ხელი შეგვიშალონ, თუმცა ჩვენ გარანტიები გვაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, რომ ჩვენ ღონისძიებაზე ადამიანის უსაფრთხოებას პრობლემა არ შეექმნება”,- თქვა გიორგი თაბაგარმა.