რუსთავის და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ, პარლამენტარმა ალექსანდრე დალაქიშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშილმა და რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ ,,რუსთავის აზოტის” ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საწარმოო პროცესს ადგილზე პირადად გაეცნენ და დასაქმებულთა შრომითი პირობების გაუმჯობესების მიმართულებით, უკვე შესრულებული სამუშაოები მოინახულეს.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა, სააქციო საზოგადოება ,,რუსთავის აზოტის“ სამომავლო გეგმებზე და პერსპექტივებზე ისაუბრეს.