ცესკომ ადგილობრივი არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჭირო ფულადი სახსრები გაანაწილა, მათ შორის ქვემო ქართლშიც. ცესკოს დადგენილებით, ყველაზე მეტი თანხა – 101 632 ლარი ნაძალადევის საოლქო საარჩევნო კომისიისთვის არის გამოყოფილი. მას მოსდევს ზუგდიდი – 89 705 ლარით; მე-3 ადგილზე კი საბურთალოა – 86 045 ლარით.
რაც შეეხება ქვემო ქართლის რეგიონს -რუსთავში საოლქო, საუბნო, დამხმარე და ტექნიკური პერსონალის ხარჯებისთვის სულ 51 985 ლარი დაიხარჯება. გარდაბანში 51, 338, ბოლნისში – 37, 029, დმანისში – 41,881, წალკაში – 37,301, ხოლო თეთრიწყაროში 40, 407 ლარი დაიხარჯება.
ყველაზე მეტი თანხა ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებს შორის, მარნეულისთვის საოლქო საარჩევნო კომისიისთვისაა გამოყოგილი და 64,258 ლარს შეადგენს.
ჯამში 2021 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის 3 539 259 ლარია გათვალისწინებული.