ცესკომ ადგილობრივი არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჭირო ფულადი სახსრები განსაზღვრა

ცესკომ ადგილობრივი არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჭირო ფულადი სახსრები გაანაწილა, მათ შორის ქვემო ქართლშიც. ცესკოს  დადგენილებით,  ყველაზე მეტი თანხა – 101 632 ლარი ნაძალადევის საოლქო საარჩევნო კომისიისთვის არის გამოყოფილი. მას მოსდევს ზუგდიდი – 89 705 ლარით; მე-3 ადგილზე კი საბურთალოა – 86 045 ლარით.

რაც შეეხება ქვემო ქართლის რეგიონს -რუსთავში საოლქო, საუბნო, დამხმარე და ტექნიკური პერსონალის ხარჯებისთვის სულ 51 985 ლარი დაიხარჯება. გარდაბანში 51, 338, ბოლნისში – 37, 029, დმანისში  – 41,881,  წალკაში – 37,301, ხოლო თეთრიწყაროში 40, 407 ლარი დაიხარჯება.

ყველაზე მეტი თანხა ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებს შორის, მარნეულისთვის საოლქო საარჩევნო კომისიისთვისაა გამოყოგილი და 64,258 ლარს შეადგენს.

ჯამში 2021 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის 3 539 259 ლარია გათვალისწინებული.