ხვალიდან საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია იწყება

ქვეყანა მასობრივ იმუნიზაციას ხვალიდან იწყებს. მილიონი დოზა ჩინური წარმოების ვაქცინები თბილისსა და რეგიონებში უკვე გადანაწილებულია.

სრულ მზადყოფნაშია სამედიცინო დაწესებულებები. აღიჭურვა და გადამზადდა 300 ჯგუფი და 150 კლინიკა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 369 048 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 353 612, გარდაიცვალა 5 347 პაციენტი.