ძალიან სამარცხვინოა, რომ ქართველები ერთმანეთს დავსდევთ ქუჩებში და არც კი ვიცით, რის გამო. აქამდე მივედით, ქვეყანაში გვაქვს ისეთი სიტუაცია, სადაც მოქალაქეების ორი ჯგუფი ერთმანეთს დასდევს იმის გამო, რომ ვიღაც ისეთია, როგორიც არის. ეს არის პრობლემა და ყველანაირი ტესტის ჩავარდნა – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში გამართულ გუშინდელ ღონისძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მან ასევე კომენტარი გააკეთა პოლიციის მიერ „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.
„ადამიანები არ დაშავებულან, როგორც ჩემთვის ცნობილია. უბრალოდ, ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, ძალიან სამარცხვინო ფაქტია ის, რომ ჩვენ ქართველები ერთმანეთს დავსდევთ ქალაქის ქუჩებში და არც კი ვიცით, რის გამო ვაკეთებთ ამას. აქამდე მივედით, ქვეყანაში გვაქვს ისეთი სიტუაცია, სადაც მოქალაქეების ორი ჯგუფი ერთმანეთს დასდევს იმის გამო, რომ ვიღაც ისეთია, როგორიც არის. ეს არის პრობლემა და ყველანაირი ტესტის ჩავარდნა.
ადამიანები თუ არ დაშავებულან და ავიცილეთ ჯანმრთელობის დაზიანებები, მაშინ გამოდის, რომ პოლიციამ ჩააბარა უსაფრთხოების ტესტი, უბრალოდ თუ სახელმწიფოებრივად ვუყურებთ ამ საკითხს, რამდენად საკმარისია ეს, სხვა ამბავია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.