ჯანდაცვის მინისტრი: შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის მეოთხე ტალღა

ჯანდაცვის მინისტრი,  ეკატერინე ტიკარაძე ადასტურებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მე-4 ტალღა დაიწყო.

მინისტრის განცხადებით,  მოქალაქეებმა უნდა ატარონ პირბადე და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.

“შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის მეოთხე ტალღა და ჯანდაცვის სექტორში სრული მობილიზაცია დაწყებულია. კიდევ ერთხელ ვთხოვთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს და გარემოცვას, ატარონ პირბადე და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში”, – ამბობს ტიკარაძე.