პრემიერი: რეგიონების და ინფრასტრუქტურის განვითარებაში 32 მილიარდი დაიხარჯება

მომდევნო 10 წლის განმავლობაში, ინფრასტრუქტურისა და რეგიონების განვითარებაში მთავრობა 32 მილიონ ლარს დახარჯავს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 10-წლიანი განვითარების გეგმის წარდგენისას ისაუბრა.

“ვაგრძელებთ განვითარების გეგმების პრეზენტაციას. დღეს წარმოგიდგენთ იფრასტრუქტურის და რეგიონების 10-წლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციას. მე მინდა მოკლედ შევეხო, თუ რას გულისხმობს ჩვენი ეს აღნიშნული გეგმები. ჩვენი გეგმის მიხედვით, მომდევნო 10 წლის განმავლობაში, დაახლოებით, 32 მილიონი ლარი დაიხარჯება ინფრასტრუქტურის და რეგიონების განვითარებაში. მოგეხსენებათ, რომ დღეს ძალიან ბევრი პროექტი ხორციელდება ქვეყანაში, ეს არის გზების, ხიდების მშენებლობა.

63-ივე მუნიციპალიტეტში დაიწყება ურბანული განახლების პროექტი, რაც გულისხმობს ევროპული განვითარების, ევროპულ სულისკვეთებით შეტანას ყველა მუნიციპალიტეტში. ამას გარდა, მოგეხსენებათ, რომ გამოწვევები რჩება დღეს ჩვენს ქვეყანაში, თითქმის 3000-მდე სოფელს არ აქვს ხარისხიანი წყალი, გამოწვევად რჩება როგორც საქალაქთაშორისო, ისე შიდა გზების შენახვა, რეაბილიტაცია, აღდგენა, ასევე ცენტრალური მაგისტრალების მშენებლობის დასრულება, შესაბამისად, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და მთავარი აქცენტი სწორედ რეგიონების განვითარებაზე და განახლებაზე იქნება მომდევნო წლების განმავლობაში”, – თქვა ღარიბაშვილმა.