12 ივლისს ქვემო ქართლში ელექტოერენგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს,-ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ივლისს 10:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში ლეონიძის, მესხიშვილის, ერისთავის, ჭავჭავაძის, სტალინის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:30-დან 19:30 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში გომარეთი, ველისპირი, ახა, განახლება, სარკინეთი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს წალკის რაიონის სოფლებში განთიადი, სამება, ტბეთი, წინწყარო და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე წალკაში; 15:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ფოლადაანთკარი, ყარაჯალარი, სამგორი, გაჩიანი და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.