13 ივლისს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს,- ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ივლისს 06:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში სადახლო, შაუმიანი, კაჩაგანი, აღმამედლო, კასუმლო, ქვემო სარალი, დამია, ტაკალო და მიმდინარე სოფლებში; 07:00-დან 08:00 საათამდე და 18:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს და წალკის რაიონის სოფლებში დიდი თონეთი, ორბეთი, წყლულეთი, პანტიანი, ხაჩკოვი, სამება, ბერშუეთი და მიმდებარე სოფლებში; 10:30-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ფონიჭალა, კრწანისი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლები კოდა, მუხათი, ბორბალო, ღოუბანი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში სავანეთი, ვანათი, ნახიდური, ფოლადაური, ჭაპალა და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს წალკის რაიონის სოფლებში განთიადი, ტბეთი, დარაკოვი, წიწყარო, სანთა და მიმდებარე სოფლებში; 12:15-დან 19:30 საათამდე თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში დიდი თონეთი, ორბეთი, წვერი, ღოლოვანი, ელფა, კვესეთი, დიდება და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.