გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს,- ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 ივლისს 06:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში ტალავერი, მამხუტი, რატევანი, ფოცხვერიანი, მუშევანი და მიმდინარე სოფლებში; 08:00-დან 08:15 საათამდე აბონენტებს რუსთავში კოსტავას, რუსთაველის, ლერმონტოვის, ბოსტანქალაქის, დუმბაძის, კიკვიძის და მიმდებარე ქუჩებზე; 10:20-დან 19:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში აზიზკენდი, თაზაქენდი, ალგეთი, თაზაკენდი, გაჯისაქენდ, ლეჟბადინი, გაჯისაკენდი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში ზედგენიძის, ბელიაშვილის, მაზნიაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე სოფლებში აქთაკლია და ახალი სამგორი.
კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.