15 ივლისს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება
შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს,- ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივლისს 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს
ბოლნისის რაიონის სოფლებში ხიდისყური, ქოლაგირი, სავანეთი, ცურტავი,
მამხუტი, ჭაპალა, დაბა კაზრეთი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 15:00
საათამდე აბონენტებს რუსთავში; 12:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს
მარნეულის რაიონის სოფლებში სადახლო, მოლაოღლი, ხულდარა, ცოპი და
მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე,
ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.