16 ივლისს ქვემო ქართლში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ივლისს 07:00-დან 09:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულში და მარნეულის რაიონის სოფელ წერეთელში; 11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისში და ბოლნისის რაიონის სოფლებში კუდრო, ტალავერი, ხატისოფელი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში აქთაკლია, კარათაკლია, ყარაჯალარი, გაჩიანი, ფოლადაანთკარი და მიმდებარე სოფლებში; 14:00-დან 18:00 საათამდე მარნეულის რაიონის სოფლებში წერაქვი, სიონი, ახკულა და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.