გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს,- ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 ივლისს 10:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავის მუნიციპალიტეტის სოფლებში ფონიჭალა, კრწანისი და მიმდებარე სოფელბში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბანში და გარდაბნის რაიონის სოფლებში ქესალო, ნაზარლო, კაპანახჩი, აზიზბეკოვი და მიმდებარე სოფლებში; 13:00-დან 15:30 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში დარბაზი, ტანძია, ჯავშანიანი, ქვეში, წიფორი, ბერთაკარი, გეტა, ხახალაჯვარი და მიმდებარე სოფლებში; 15:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიოის სოფლებ წერეთელში.
კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.