2 261 ახალი შემთხვევა – 22 ივლისის ეპიდვითარება

საქართველოში კორონავირუსის 2 261 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 410 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 18 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 36 656 ტესტი,  კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,17%, ბოლო 14 დღის – 5,25%, ბოლო შვიდი დღის – 5,78%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 395 621 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 369 483 გამოჯანმრთელდა, 5 636 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 383 339 ადამიანი, დღიურად აცრილია 8 659.