2 460 ახალი შემთხვევა, 20 გარდაცვლილი- ეპიდვითარება საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 2 460 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 1 082 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 20 პაციენტი.

ქვეყანაში ჩატარდა 38 945 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,32%, ბოლო 14 დღის – 5,38%, ბოლო შვიდი დღის – 6,03%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 398 081 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 370 565 გამოჯანმრთელდა, 5 656 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 391 781 ადამიანი, დღიურად აცრილია 8 286.