“თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის ქვეპუნქტები, რომელიც თამბაქოს ნაწარმის შეფუთვასა და დიზაინს ეხება, 2022 წლის 31 დეკემბრიდან ამოქმედდება.
კანონში შესატანი ცვლილებები, გულისხმობს თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების წესის დამკვიდრებას, რომლის მიზანია: თამბაქოს ნაწარმის მიმზიდველობის შემცირება; სამედიცინო გაფრთხილების ეფექტიანობისა და თვალსაჩინოების გაზრდა; თამბაქოს ნაწარმის შეფუთვით თამბაქოს ნაწარმის ან მისი მოხმარების თაობაზე მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის შესაძლებლობის შემცირება.
როგორც ცნობილია, ამისთვის ყველა ტიპის თამბაქოს კოლოფი იქნება ერთფეროვანი და აკრძალული იქნება ბრენდის, ლოგოს, სასაქონლო ნიშნის ან მისი აღმნიშვნელი სხვა ელემენტის გამოყენება.
კოლოფზე დატანილი იქნება ბრენდების სახელები ერთნაირი, სტანდარტული შრიფტით, რათა როგორც გამყიდველს, ისე მომხმარებელს პროდუქტის იდენტიფიცირება არ გაუჭირდეს. ამასთან ერთად მითითებული უნდა იყოს მწარმოებელი ქვეყანაც.