23 ივლისს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს, -ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 ივლისს 06:00-დან 09:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ასურეთი, წინწყარო, ქოსლარი, ჯორჯიაშვილი, ფარცხისი, ენაგეთი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 12:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში კოსტავას, კონსტიტუციის, ბარათაშვილის, წერეთლის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ლემშვენიერა, ჯანდარა, ნაგები, პობედა და მიმდებარე სოფლებში; 17:30-დან 19:30 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში იმირი, იმირჯალა, შულავერი, ყულარი და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.