რუსთავში არსებული 24-ვე საწარმო წესების დარღვევით მუშაობს – ეს “გავიგუდეს” წევრების პირველი შეფასებაა მას შემდეგ, რაც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის შესახებ კანონი ძალაში შევიდა და რუსთაველები ქალაქში უკეთეს ეკოლოგიურ პირობებს უშედეგოდ ელოდებიან.
პირველი ივლისი სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფის მიერ ქარხნებისთვის მიცემული დედლაინია, თუმცა “გავიგუდეს” წევრები ამბობენ, რომ ამ დროის განმავლობაში, არცერთი დღე ქალაქში ჰაერის უკეთესი მაჩვენებლები არ დაფიქსირებულა.
როგორც “გავიგუდეს” წევრები TV4-თან აცხადებენ, კანონის აღსრულების ნაწილში, ქარხნების მუშაობის პროცესი 24 საათიან რეჟიმში უნდა გაკონტროლდეს და არაორგანიზებულ გაფრქვევებზე შესაბამისმა უწყებებმა დროული რეაგირება მოახდინონ.