27 ივლისს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს,- ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 27 ივლისს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქესალო, ნაზარლო და მიმდებარე სოფლებში, ქ. გარდაბანში აზიზბეკოვის, აღმაშენებლის, კოსტავას, ბაქოს, სანაპიროს, გორკის, შევჩენკოს, ნიზამის და მიმდებარე ქუჩებზე.

12:30-დან 13:30 საათამდე და 18:00-დან 19:00 საათამდე – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში ამლივი, ტბისი, ფარცხისი, ორბეთი, ჯორჯიაშვილი, ჩხიკვთა, საღრაშენი.

10:00-დან 19:30 საათამდე – აბონენტებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში კაჩაგანი, აღმამედლო, ქირაჩ-მუღანლო, ხანჯიგაზლო, არაფლო, თაკალო და მიმდებარე სოფლებში.

12:00-დან 19:00 საათამდე – აბონენტებს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში განთიადი, დიდი დმანისი, მაშავერა, კიზილქილისა, ჯავახი, ბოსლები, კაკლიანი, ვარდისუბანი, ტნუსი, პატარა დმანისი, უკანგორა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.