28 ივლისს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს,-ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით,ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 28 ივლისს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში წინუბანი, მარტყოფი, დიდი ლილო, ბროწეულა, ნასაგური, ნორიო, კონოსტუდიის დასახლება.

10:00-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს ქ. რუსთავში სააკაძის, ბათუმის, კოსტავას, ქაშაკაშვილის, გაგარინის, დ/მეტალურგების ქუჩებზე. 12:00-დან 13:05 საათამდე – აბონენტებს მე-7, მე-8 მიკრორაიონებში, შარტავას, ქუთაისის და მიმდებარე ქუჩებზე.

10:30-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ყიზილაჯლო, ჯანდარა, მარნეულში ჯანდარის, 26 მაისი, 300 არაგველის ქუჩებზე.

11:00-დან 18:30 საათამდე – აბონენტებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ტალავერი, პატარა დარბაზი. 13:00-დან 18:30 საათამდე – აბონენტებს დაბა კაზრეთში.

11:30-დან 18:30 საათამდე – წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში აშკალა, არწივანი, გუმბათი, ჯინისი, რეხა, კოხტა.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.