გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს,-ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 29 ივლისს
11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში სიონის უბანი, სართიჭალა, მუღანლო, სამგორი, ახალსოფელი.
12:00-დან 19:00 საათამდე – დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში კამარლო, დაგარახლო, იაღუფლო, შახმარლო, ქარიანი, სოგუთლო, იაკუბლო.
10:00-დან 19:00 საათამდე – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებს წერაქვი, სიონი, ახკულა, ჯანხოში, ხოჯორნი. 11:00-დან 17:00 საათამდე – სოფლებს ხოჯორნი, ახკერპი, წერაქვი, ჩანახჩი, ოფრეთი, სიონი, გულუბახი, ბრდაზორი, ხოჯორნი და მიმდებარე სოფლებს.
11:00-დან 18:30 საათამდე – აბონენტებს ქ. ბოლნისში აღმაშენებელის, ბარათაშვილის, ფიროსმანის, ბესიკის, ერეკლე მეფის, თავისუფლების, თაყაიშვილის, რაჭის, ოპიზარების, დ.გურამიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.
კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.