3 წლის ბავშვი მესამე სართულიდან გადავარდა

გურჯაანში 3 წლის ბავშვი მესამე სართულიდან გადავარდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა.

თავდაპირველად მცირეწლოვანი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, საჭირო გახდა მისი თბილისში ტრანსპორტირება.

როგორც ჯეოჰოსპიტალსში აცხადებენ, მცირეწლოვანს მრავლობითი ტრავმები აღენიშნებოდა გულისა და თავის არეში, მისი ჯანმრთელობის მგდომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე მძიმე იყო.

სხვა დეტალები მომხდარზე უცნობია.