საქართველოში კორონავირუსის 3 141 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 24 საათში 1 509 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 20 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 40 553 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,75%, ბოლო 14 დღის – 6,28%, ბოლო შვიდი დღის – 6,92%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 410 830 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 377 597 გამოჯანმრთელდა, 5 751 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 432 795 ადამიანი, დღიურად აცრილია 14 210.