საქართველოში კორონავირუსის 3 666 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 335 ადამიანი გამოჯანმრთელდა, კორონავირუსით გარდაიცვალა 17 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 42 235 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,68%, ბოლო 14 დღის – 6,03%, ბოლო შვიდი დღის – 6,71%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 407 689 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 376 088 გამოჯანმრთელდა, 5 731 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 418 398 ადამიანი, დღიურად აცრილია 13 884. კარანტინის რეჟიმშია 64, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 185 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 763 პირი.
გუშინ, 26 ივლისს საქართველოში კორონავირუსის 1 264 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 665 პაციენტი, 26 კი გარდაიცვალა.