კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 31 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს.
მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 31 ივლისს 07:00-დან 08:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს სოფლებში გამარჯვება, ფოლადაანთკარი.
13:00-დან 14:00 საათამდე – სოფლებში ფონიჭალა, კრწანისი, მთის ძირი, სართიჭალა, წალასყური, თელეთი და მიმდებარე ტერიტორიაზე.
კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.









