გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს,-ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 ივლისს 11:00-დან 19:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში დიდი თონეთ, ორბეთი, წყლულეთი, პანტიანი, წვერი, ახალი ზირბითი, მოხისი, კვესეთი, და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში ხოჯორნი, ახკერპი, ბრდაზორი, ახკულა, ხოხმელი, გულუბახი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში ცურტავი, თამარისი, არქევანი, დიოკნისი, ალავარი და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.









