7 ივლისს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

“ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კომპანიის ქსელში ჩართულ აბონენტებს.

მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 ივლისს 07:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თეთრწყაროში და თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ირაგა, სამღერეთი, ივანოვკა, ნავთიანი, ლიპა და მიმდებარე სოფლებში; 07:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში შაუმიანი, ხიხანი, შულავერი, დურნუკი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში რატევანი, ზვარეთი, მუშევანი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს წალკის რაიონის სოფლებში გუმბათი და რეხა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.